Sunday, November 4, 2012

წინასიტყვაობის ნაცვლად

როცა მარიხუანა პირველად გავსინჯე, მივხვდი ეს იყო სერიოზული გამოცდილება. მართალია არსად წავსულვარ, მაგრამ მიღებული გამოცდილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გავდა ხანგრძლივი და ხიფათიანი მოგზაურობიდან დაბრუნებას. მერე ეს ბევრჯერ განმეორდა.

მოგზაურობაში მომწონს ის რომ შემიძლია საკუთარ ჰალუცინაციებზე ყურადღების შენარჩუნება იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა. მყავს ერთი ძველი დისიდენტი მეზობელი, რომელიც ასე თუ ისე იცნობს ფსიქიატრიული კლინიკის შიგა სამზარეულოს და მისგან მქონდა გაგონილი "კაცს რო ხმები ესმის ვსიო იმას უკვე დედა აქ მოტყნული, შანსი არაა მისი განკურნების". ამიტომაც ჩემ მოგზაურობებში ყველანაირ არსებასთან სიტყვიერ დიალოგს გავურბოდი.

ყოველთვის მიყვარდა კითხვა წიგნებში წაკითხული ძალიან გავდა ჩემ მიერ ნანახ სამყაროებს, მიყვარდა უკიდურესად ირიბი მინიშნებები და თავსატეხები. სამწუხაროდ არც მარიხუანული მოგზაურობისას და არც ჩვენულებრივ სიზმარში არასოდეს წამიკითხავს წიგნი. მხოლოდ აბრებზე დაწერილი 1–2 სიტყვა, ისინისც არასოდეს ყოფილან გამართულად დაწერილი ყოველ შემთხვევაში მე აქედან აზრი არასოდეს გამომიტანია.

შეიძლება ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს მაგრამ მე მიყვარს პერსონალური კომპიუტერები და ციფრული ტექნიკა, მიყვარს მათი დამონტაჟების რიტუალი, მათი შეფუთვის წესი ყველა დევაისს ახლავს რაღაც ინსტრუქცია. ნარკოტიკული მოგზაურობებისას მიღებული გამოცდილება საკმაოდ სასარგებლოა იმისთვის რომ ბოლოსდაბოლოს ნარკოტიკების გარეშეც იმოგზაურო, მოკლედ საქმე იმას ეხება რომ, ერთერთი რთული სტრუქტურის მქონე მოლეკულის ზემოქმედების ქვეშ აღოვაჩინე სიზმრებს რაღაც აკლდა.

ეს იყო ინსტრუქცია.

მოგვიანებით სიფხიზლეშიც ამეკვიატა იდეა რომ სიცოცხლესაც ჭირდება გარკვეული ინსტრუქცია. მივხვდი თუ ოდნავ მაინც დაფიქრდებოდა ვინმე აღმოაჩენდა, მსგავსი ინსტრუქციის ფორმით დაწერილია ძალიან ბევრი წიგნი ბიბლიების, ყურანების და სხვადასხვა რელიგიური სწავლებების სახით. მერე კიდე დაწერილია ინსტრუქციები თუ რიოგორი პოზიციიდან უნდა გაიგო ეს ინსტრუქციები. ეგ არაფერი ციფრულ სამყაროში ინსტრუქციები მოყვება როგორც ფიზიკურ მოწყობილობებს ისე პროგრამულ უზრუნველყოფასაც. ინსტრუქცია კი ისეთი წიგნია რომელიც მუდმივად ახალივით გამოიყურება და ყოველი შემთხვევისთვის გდია ყუთში. იშვიათად თუ ჩაიჭყიტავს შიგნით ვინმე იმისთვის საკმარისად დარტყმული რომ იგი წაიკითხოს.